გასული ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 13 ოლქში 61 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს

რუსული ძალები 20 სექტემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას რამდენიმე რაკეტით და 70 „კამიკაძე-დრონით“ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის 61 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურა, – ინფორმაციას შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საზენიტო ბრძოლის შედეგად 61 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი X-59 ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, 9 დრონი კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ლოკალურად დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები