პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთვის ყირიმის გადაცემის იდეით გამოდის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გამოთქვა აზრი, რომ ყირიმი გაეროს საზედამხედველოდ გადაეცეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი აზრით, ნახევარკუნძულს რუსეთისთვის სიმბოლური, ხოლო უკრაინისთვის სტრატეგიული დატვირთვა აქვს.

“მე ვერ ვხედავ, როგორ მორიგდებიან უკრაინა და რუსეთი ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე“, – თქვა სიკორსკიმ.

ის თვლის, რომ გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე ამას მოისურვებს.

“ჩვენ შეგვიძლია, გადავცეთ ის გაეროს მისიას, რათა მომავალში იქ მაცხოვრებელი ადამიანების შემოწმების შემდეგ მომზადდეს სამართლიანი რეფერენდუმი. ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ ეს 20 წლით“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები