დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან და ჩინეთთან კარგ ურთიერთობას შეძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან და ჩინეთთან კარგ ურთიერთობას შეძლებს,- ამის შესახებ მან X პლატფორმაზე განაცხადა.

„არ ვიცი, არიან თუ არა ისინი მტრები. ვფიქრობ, ჩვენ მშვენივრად ვიქნებით ჩინეთთან. ასევე, კარგი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ ეს სიტუაცია რუსეთმა მოაგვაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები