არჩილ გორდულაძე: შავ ფულს, რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაულის და ქართველი ჯარისკაცების ძარცვის შედეგად არის მოპოვებული, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად მოპოვებულ შავ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.

„იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული გავლენა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებზეც კი, სურთ, რომ კეზერაშვილის თანხები გამოყენებული იყოს ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ამით დავით კეზერაშვილმა ერთგვარად „იყიდოს“ კიდეც მოგზაურობის ბილეთები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ძალიან სამწუხაროა. არცერთ თანხას უცხოეთიდან და განსაკუთრებით შავ ფულს, რომელიც არის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ქართველი ჯარისკაცების ძარცვის შედეგად მოპოვებული, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები