ოდიშარია – ხაზარაძე-გახარიაზე: ჩვენ დიდი ხნით ადრე „დავასპოილერეთ“ ქართული საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა

“ჩვენ დიდი ხნით ადრე „დავასპოილერეთ“ ქართული საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა და გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

„ძალიან კი ფშეკდნენ ფეხებს საჯაროდ, მაგრამ ვინ ეკითხება მათ ან ვინ ეკითხება ამ უნიჭო დრამატურგიის დამდგმელ რეჟისორს – ზურაბიშვილს ახლა? ეს არის ორი მძიმე ქვა, რომელიც ამძიმებს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს, ბადეს და ამ ღელვაში ერთ ქვას რომ მეორეს დაადებ, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას აუცილებლად ნახავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს“, – აცხადებს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები