“ქართული ოცნების” ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეკვეთილში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

“ქართული ოცნების” ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების” ახალი საპარლამენტო სიის ოცეულიდან ვაკო თურნავამ, დეპუტატმა და დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, განათლების და სპორტის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები