თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენი საარჩევნო რბოლიდან გასვლას არ განიხილავს

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლიდან გასვლას საერთოდ არ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტს ესმის, რომ ამ კითხვის დასმა ხალხის მხრიდან სამართლიანია“, – აღნიშნა ჟან-პიერმა და დასძინა, რომ ბაიდენი შესანიშნავად გამოიყურება.

მანამდე გაზეთ The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის მთავარ მოკავშირეს განუცხადა, რომ მან იცის, რომ შესაძლოა ვერ გადაარჩინოს თავისი კანდიდატურა, თუკი უახლოეს დღეებში არ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ის მზად არის პრეზიდენტის თანამდებობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები