“არცერთი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა” – ხატია წილოსანი

“არასოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ შეშინებია საერთაშორისო მისიების, დამკვირვებლების შემოსვლის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არცერთი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე, ეს იყო ეროვნული თუ ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ხატია წილოსანმა “ქრონიკაში” ისაუბრა.

“ტრადიციულად, ჩვენ ვიცით, რომ ეუთოს ჰყავს დიდი სადამკვირვებლო მისია. შესაბამისად, არასოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ შეშინებია საერთაშორისო მისიების, დამკვირვებლების შემოსვლის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არცერთი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე, ეს იყო ეროვნული თუ ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

“მინდა, აქ გავიხსენო ერთი მომენტი, როდესაც სპეკულაციები იყო საქართველოში არჩევნებთან და, ზოგადად, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და შარლ მიშელის ე.წ. დოკუმენტში იყო ჩაწერილი, რომ 43 პროცენტს თუ ვერ მიიღებდა მმართველი პარტია, დაინიშნებოდა ხელახალი ვადამდელი არჩევნები და მთელი რიგი პროცესები სხვანაირად უნდა განვითარებულიყო, ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ და ცალსახად მაშინ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არათუ 43 პროცენტი, 48 პროცენტი უჭერს მხარს იმ მიმართულებას, რაც უკავშირდება ქვეყნის შეუქცევად ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზანს ჩვენი ევროპული, დასავლური განვითარების მიმართულებით“, – გან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები