“ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ქრონიკული ავადმყოფია B ჰეპატიტით” – ცერცვაძე

“უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

“ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ქრონიკული ავადმყოფია B ჰეპატიტით. კერძოდ, დადგინდა, რომ ყველა გამოკვლეულის 2,7 პროცენტს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი და ეს მოსახლეობაზე გადათვლით გამოდის დაახლოებით 70 ათასი, მაგრამ ამ 70 ათასიდან ყველა არ საჭიროებს მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარებას. მკურნალობის დაწყებას აქვს კრიტერიუმები.

სულ ახლახან დაიდო მონაცემები, რომ მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას საჭიროებს დაახლოებით 50 პროცენტი, ანუ, საქართველოში სადღეისოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ დაახლოებით 35 ათასი B ჰეპატიტით ავადმყოფია, რომელსაც დღესვე სჭირდება მკურნალობა“, – განმარტა  ცერცვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები