“ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადებულია შესაბამისი რისკების პრევენციისა და მართვის გეგმა, მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანიები” – კალანდარიშვილი

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სადაც კი რაიმე რეკომენდაციას, მიგნებას მოვისმენთ, სადაც არსებობს რეალური სივრცე და საჭიროება პროცესის გაუმჯობესებისა და განვითარების, ვახორციელებთ, რათა დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა საერთაშორისო სტანდარტთან თანხვედრა, შესაბამისობაში ყოფნა”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

“ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადებულია შესაბამისი რისკების პრევენციისა და მართვის გეგმა. მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანიები. შექმნილია დიალოგის სამუშაო პლატფორმები მედიასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. პროცესი არის მაქსიმალურად ინკლუზიური. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სადაც კი რაიმე რეკომენდაციას, მიგნებას მოვისმენთ, სადაც არსებობს რეალური სივრცე და საჭიროება პროცესის გაუმჯობესებისა და განვითარების, ვახორციელებთ, რათა დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა საერთაშორისო სტანდარტთან თანხვედრა – შესაბამისობაში ყოფნა, რომელიც თავის მხრივ, წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს და ყოველი შემდგომი არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელდეს”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები