ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეული შეთანხმებები განხორციელდება და სომეხი და ირანელი მეგობარი ხალხების კეთილდღეობისთვის უამრავ ახალ პროგრამას დავიწყებთ“, – ნათქვამია წერილში.

ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ისე რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.

ინფორმაციისთვის, პეზეშკიანმა არჩევნები 16,3 მილიონზე მეტი მიღებული ხმით მოიგო.

ამასთან,  ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები