„ახალგაზრდობის განათლება არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ; IT აკადემია მოემსახურება სწორედ ახალგაზრდების IT მიმართულებით განათლების ამაღლებას” – ლაცაბიძე

„ახალგაზრდობის განათლება არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. IT აკადემია მოემსახურება სწორედ ახალგაზრდების IT მიმართულებით განათლების ამაღლებას”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“დარწმუნებულები ვართ, ახალგაზრდები განათლებასთან ერთად დასაქმების კარგ შესაძლებლობას მიიღებენ. ამ პერსპექტივას 21-ე საუკუნეში თითოეული ჩვენგანი ხედავს და ვფიქრობთ, დროა, რეფორმებით მუნიციპალიტეტმა როგორც ახალგაზრდებს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შესთავაზოს ამ პერიოდზე მორგებული სერვისები, განვითარდეს და რაღაც სიახლეები ჰქონდეს. სწორედ ეს პროექტი იქნება დადასტურება, რომ მუნიციპალური სერვისების რეფორმები დღეს არის აუცილებელი. ამ რეფორმების ფარგლებში დაიგეგმა, რომ ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო ისეთი სივრცე, სადაც განათლებასთან ერთად გარანტირებულ დასაქმების შესაძლებლობას მიიღებდნენ“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები