„ჰამასი“ დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ისრაელთან მოლაპარაკებების შესახებ

„ჰამასი“ დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას, მოლაპარაკებები დაიწყოს ისრაელელი მძევლების, მათ შორის, ჯარისკაცების გათავისუფლების საკითხზე., – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, “ჰამასმა” უარი თქვა მოთხოვნაზე, ისრაელთან ჯერ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადებულიყო, რითაც გზა გაუხსნა მოლაპარაკებებს.

ამასთან, მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლი უნდა შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს, აგრეთვე დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება.

პალესტინის წარმომადგენელმა, რომელიც ასევე არის ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თქვა, რომ „ჰამასის“ ეს გადაწყვეტილება ისრაელის თანხმობის შემთხვევაში შესაძლოა ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდეს, რაც თავის მხრივ დაასრულებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში მიმდინარე ცხრათვიან ომს.

იმავე პოზიცია აქვს ისრაელის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს. ისიც თვლის, რომ ახლა დგება შეთანხმების მიღწევის რეალური შანსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები