“საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს” – ხატია წილოსანი

“საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა „ქრონიკაში“  ისაუბრა.

“ყველაზე კარგად აშშ-ს ესმის, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესებით მოქმედება. მე მაქვს მოლოდინი და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება. როდესაც ჩვენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ორ მხარეს შორის დღეს არსებობდეს, სრული სიცხადე იქნება შეტანილი.

რაც შეეხება წვრთნების გადადებას, მინდა გავიხსენო წინა წლის მოვლენები. წინა პერიოდშიც იყო საქართველოსა და ამერიკის შეთანხმებით სამხედრო წვრთნების გადადება. მაშინაც იყო სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საქართველოს მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო მოხდა. ვსაუბრობ მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც პირველად იყო ინიცირებული უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი. მაშინაც დროში დაემთხვა სამხედრო წვრთნების გადადება. მაშინ საელჩოს მოუხდა განმარტების გაკეთება, რომ არაფერი უჩვეულო ამაში არ იყო და ეს გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემთვის ნამდვილად სამწუხარო მოულოდნელობა იყო ის, რაც ვიხილეთ“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები