“C ჰეპატიტში არავინ არის ჩვენზე წინ, მაგრამ B ჰეპატიტში არიან ქვეყნები, რომლებიც წინ არიან” – ცერცვაძე

„ზოგიერთ ქვეყანაში უფრო წინ არიან, ვთქვათ, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. C ჰეპატიტში არავინ არის ჩვენზე წინ, მაგრამ B ჰეპატიტში არიან ქვეყნები, რომლებიც წინ არიან, თუმცა, ის, რომ სამივე ერთდროულად იყოს დაძლეული, ჯერჯერობით ამასთან ყველაზე ახლოს არის საქართველო”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“C ჰეპატიტზე საუბარიც ზედმეტია უკვე, 87 ათასი განიკურნა სრულად და თუ პროგრამის დაწყების წინ C ჰეპატიტის გავრცელება იყო 5,4 პროცენტი მთლიან მოსახლეობაში, 2021 წელს ამერიკელების მიერ ჩატარებული კვლევით სულ 1,8 პროცენტი იყო, ანუ 67 პროცენტით იყო შემცირებული C ჰეპატიტის რაოდენობა 2021 წელს. ახლა კიდევ უფრო მეტით იქნება შემცირებული და 2025 წლისთვის საერთოდ დასრულდება ალბათ ელიმინაცია, ყოველ შემთხვევაში 2030 წლისთვის – ცალსახად. ასე რომ C ჰეპატიტზე ეჭვიც არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები