“მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისკენ, არჩევნები საერთო საქმეა” – კალანდარიშვილი

„მნიშვნელოვანია ის, რომ ამომრჩეველს მივაწოდოთ დეტალური, ზუსტი ინფორმაცია როგორც თეორიულად განხორციელებული ცვლილებისა და რეფორმის შესახებ, ასევე, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და მინდა, გითხრათ, რომ ასეთი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ეროვნული მასშტაბით ხორციელდება, ერთი მხრივ, პასუხობს NDI-ის, წინა სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციასაც და, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის, რომ ეს არის უპრეცედენტო საინფორმაციო კამპანია, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ასეთი შესაძლებლობა შევქმენით ჩვენ, რომელიც ასევე, იმ ქვეყნების მიერ, სადაც ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას აქვს ადგილი, ასეთი ტიპით და სახით ნამდვილად არ ჩატარებულა”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

“მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამომრჩეველს, მოვუწოდო აქტიურობისკენ, მოვუწოდო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ, იმიტომ, რომ არჩევნები საერთო საქმეა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ცენტრალური პასუხისმგებლობა არის ინსტიტუციის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და თავად ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებულები. ჩვენ ვქმნით ყველანაირ შესაძლებლობას, რომ უზრუნველვყოთ მათი ინფორმირებულობა, მათი ამ პრაქტიკული უნარ-ჩვევით აღჭურვა და როგორც უკვე აღვნიშნე, ივლისის თვის გარდა კიდევ არაერთი საინფორმაციო კამპანია განხორციელდება, რომელიც უპასუხებს იმ მთავარ პრიორიტეტს ინსტიტუციისას, რომელიც გულისხმობს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო კულტურისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და რა თქმა უნდა, არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფას”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები