ლიბანში ისრაელის იერიშს „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი უფროსი მეთაური, მუჰამედ ნიმაჰ ნასერი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნასერი „ჰეზბოლას“ უკანასკნელი უფროსი წევრია, რომელიც თითქმის 9-თვიანი ომის განმავლობაში ისრაელის სამიზნე გახდა.

აღნიშნული დაჯგუფების განცხადებით, „მკვლელობის საპასუხოდ“, ისრაელის სახმელეთო პოზიციებს 100 რაკეტა ესროლა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც ისრაელის სამხედრო ძალები აღნიშნავენ, ნასერი ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ლიბანიდან სარაკეტო იერიშების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი და „არაერთ ტერორისტულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები