დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდეა გაზრდილი – ირანი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს (ფოტო, ვიდეო)

დამასკოში, მეზეს რაიონში მდებარე ირანის საკონსულოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 11-მდეა გაზრდილი.

ტელეარხის Al Hadath-ის ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა ნანგრევების გაწმენდის შედეგად გაიზარდა.

დაღუპულთაგან 7 ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ირანელი სამხედრო მრჩეველია, სამი სირიის მოქალაქეა, კიდევ ერთი – ლიბანის.

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად გენერლები – მოჰამად რეზა ზაჰედი და მოჰამად ჰადი ჰაჯი რაჰიმი დაიღუპნენ, ასევე, ხუთი ოფიცერი.

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ ორგანიზაციას მოუწოდა, დაგმოს ისრაელის თავდასხმა.

წარმომადგენლობა მომხდარს ისრაელის “ტერორისტული თავდასხმა” უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დარტყმა გაეროს წესდებას არღვევს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ირანი მკაცრი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს.

ირანის დიპლომატიურმა მისიამ, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის გამართვა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები