რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის დღევანდელი მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად, ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.
როგორც რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა დაწერა, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებით მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
მედია მომხდარის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.