ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე: გარკვეული ადგილები ამ ინაუგურაციაზე, გარკვეულ ფასად იყიდება, სპეკულაცია ამაზე რომ მე წავედი და შენ რატომ არ წახვედი ეს არის ის, რითაც საერთოდ სპეკულირებს ოპოზიცია

“გარკვეული ადგილები ამ ინაუგურაციაზე, გარკვეულ ფასად იყიდება, სპეკულაცია ამაზე რომ მე წავედი და შენ რატომ არ წახვედი ეს არის ის, რითაც საერთოდ სპეკულირებს ოპოზიცია” – ამის შესახებ  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

ქადაგიძე იმედოვნებს, რომ დაანონსებული ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.

“ჩვენ აქ სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა, შესაძლებლობა მიეცემა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს და საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის პოლიტიკა იყოს მნიშვნელოვნად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი ყველაფერი, რითაც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს მეათეხარისხოვანი საკითხია, რომელსაც სპეკულაციის გარდა, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს.

ისინი იქ, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე – დასანქცირება და ა.შ., რადგანაც მათ პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, არ გააჩნიათ,”- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები