ლევან მგალობლიშვილი – ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ
“ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებასა და მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრეს.
„სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ვეტერანებს შევხვდი და ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ, ვეტერანების დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით დღემდე აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.