სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური სააგენტო Xinhua ავრცელებს.

გამოცემას ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მოგვიანებით, ტრამპმა Telegram-ზე დაადასტურა, რომ ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

„ახლახან ვესაუბრე ჩინეთის თავმჯდომარეს, სი ძინპინს. ეს იყო კარგი სატელეფონო საუბარი როგორც ჩინეთისთვის, ისე აშშ-სთვის. ჩემი მოლოდინია, რომ ერთად გადავჭრით მრავალ პრობლემას და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ. ჩვენ განვიხილეთ დაბალანსებული ვაჭრობის, ფენტანილის, „ტიკ-ტოკის“ და მრავალი სხვა საკითხი. პრეზიდენტი სი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო“, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები