ნანა კაკაბაძე: მან [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღო ზომები და თავის დროზე გააუქმა მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ, ვინაიდან ზუსტად იცოდა, რომ მისი ხელისუფლების არ ყოფნის შემდგომ, ამ მუხლით მოუწევდათ მას და მის ელიტას გასამართლება

მან [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღო ზომები და თავის დროზე გააუქმა მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ, ვინაიდან ზუსტად იცოდა, რომ მისი ხელისუფლების არ ყოფნის შემდგომ, ამ მუხლით მოუწევდათ მას და მის ელიტას გასამართლება, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა.

„ეს იყო თავდაცვის და დაზღვევის მექანიზმი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით იმ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანაში მიდის სერიოზული დაზიანება და ეს დაზიანება ხდება გარე ძალების ჩარევით ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ერთადერთი მუხლი, რითაც დღეს შეიძლება ამ ყველაფრის აღკვეთა საქართველოს წინააღმდეგ ეს არის ჯაშუშობა. საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები