ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში შეტანილ სარჩელზე: ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყანაში ჯაშუშური ქსელის მოქმედებას

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა მოძრაობის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წარვადგინეთ სხვადასხვა მასალა, დავურთეთ ჩვენს სარჩელს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე მუხლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ აუცილებლად იყოს გამოძიებული და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყანაში ჯაშუშური ქსელის მოქმედებას და ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის სტაბილურობას, ეროვნული ინტერესების განვითარებას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა  ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პროკურატურაში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სარჩელი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში მოძრაობის დამფუძნებლებმა დღეს შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები