დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზე ბლოგს აქვეყნებს და დონალდ ტრამპის გეგმებს ეხმიანება.
“როდესაც ვაანალიზებთ დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად. “- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს.
ასევე აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის გარდა, 2026 წელს ამერიკის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი სრულდება და ტრამპის ეს სლოგანი ამ ფაქტსაც ემსახურება.
ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპს ამბიციური გეგმები აქვს და მისი მთავარი მიზანია გახადოს ამერიკა ისევ დიადი ( Make America Great Again). ექსპერტი წერს თუ რა გზებით სურს ტრამპს მიზნის მიღწევა და რატომ სჭირდება ესა თუ ის პროცესი.
“აშშ-ის სახელმწიფოს ისტორიაში − მისი არცთუ მრავალწლიანი პერიოდის გათვალისწინებით, უკანასკნელი „მრგვალი” თარიღი დაემთხვა 1976 წლის 4 ივლისს, როდესაც ქვეყანას წესით ზარ-ზეიმით უნდა აღენიშნა საკუთარი დაარსებიდან 200 წლისთავი. მაგრამ ეს იყო პერიოდი, რომელიც შერაცხეს „დიდი დეპრესიის” შემდეგ ყველაზე მძიმე ხანად ქვეყნის ისტორიაში. პერიოდი, რომელსაც რიჩარდ ნიქსონის უმძიმესი მემკვიდრეობის შემდეგ მართავდა ერთ-ერთი უსუსტესი პრეზიდენტი − ჯერალდ ფორდი.
როდესაც ვაანალიზებთ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ 2026 წლის 4 ივლისს აშშ-ის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი უსრულდება. და რასაკვირველია, დონალდ ტრამპის დევიზი MAGA − ამ ისტორიულ თარიღსაც მიესადაგება. დიახ, ტრამპს სურს დიადი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ამბიციური და წარმატებული პრეზიდენტის სახელით შევიდეს.
და რას გააკეთებს ის ამ მიზნით? ახალ პანდემიას მოიგონებს და მილიარდებს იშოვის საუკუნის მორიგ ფარმაცევტულ აფერაზე? თუ უკრაინის ომს გააგრძელებს, ისევ და ისევ მილიარდების გამომუშავების მიზნით საკუთარი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასამდიდრებლად? თუ ევროპის ამერიკული გაზით მომარაგებით დაკმაყოფილდება? თუ მორიგი „ფერადი რევოლუციებით” შეეცდება შორეულ კოლონიაში ასკინკილათი მოხტუნავე ვასალების სასარგებლოდ „სოროსისტულ-მარქსისტული” გადატრიალებების მოწყობას? ნურას უკაცრავად. მას ისეთი გეგმები აქვს გაცხადებული, რაც ამ ეტაპზე სრულ ფანტასტიკად და სიურრეალიზმად გამოიყურება, მაგრამ ექსცენტრული არ ვარო − ტრამპს ვინმესთვის უთქვამს?..
სანამ მისი წინამორბედები მსოფლიოში „ტარაკნების რბოლით” ერთობოდნენ, ტრამპი აანონსებს, გლობალური ახალი წესრიგით განახორციელოს საკუთარი ზე-ამბიციური გეგმები და „კვლავ გახადოს ამერიკა დიად” სახელმწიფოდ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი. აქ მოცემულია ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე ფანტასტიკური და პოტენციურად შესაძლებელი სცენარები შემდეგ რეგიონებთან მიმართებით:
1. გრენლანდია
გრენლანდიის ყიდვა: ტრამპის ადმინისტრაცია უკვე გამოთქვამდა გრენლანდიის დანიიდან შეძენის იდეას, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფანტასტიკურ სცენარში ეს გეგმა შეიძლება მოიცავდეს: კუნძულზე სამხედრო ბაზის ან ახალი „ტრამპის კურორტის” აშენებას, გრენლანდიაში რეფერენდუმის ჩატარებას აშშ-ში გაერთიანების შესახებ, ნავთობის, გაზისა და იშვიათი მინერალების მასშტაბურ გამოყენებას.
2.კანადა
„ენერგეტიკული პარტნიორობა” ან ეკონომიკური ზემოქმედება: მოლაპარაკებების გამკაცრება ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ არქტიკის საზღვრისპირა რეგიონებში, ტერიტორიის ნაწილობრივი ანექსიის მცდელობა ჰიპოთეზური „ენერგეტიკული კრიზისის” შემთხვევაში, აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ჩრდილოეთ საზღვარზე ახალი „კედლის” აშენების მუქარა მიგრაციისა და ვაჭრობის კონტროლის მიზნით.
3.პანამის არხი
ამერიკული კონტროლის აღდგენა: პანამის არხის მართვაზე პრეტენზია „გლობალური სტაბილურობის” მოტივით, რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდა „სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის”, სანქციების დაწესების მუქარა პანამაზე, თუ აშშ-ის გეგმებს არ დაეთანხმება.
4.მექსიკის ყურე
ეკოლოგიური და ენერგეტიკული კონტროლი: მექსიკის ყურეში არსებული რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, კონტროლის ხელში აღება; თევზჭერის შეზღუდვების დაწესება მეზობელი ქვეყნებისათვის „ეკოლოგიური დაცვის” მოტივით; ყურეს მილიტარიზაცია სავაჭრო მარშრუტების კონტროლისთვის.
5.მექსიკა
„კედლის გაფართოება” და ეკონომიკური დაქვემდებარება: გასწვრივ კედლის სრულად აშენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგალითად, ელექტრიფიკაცია ან ვიდეოკონტროლი); ეკონომიკური პროტექტორატის შექმნა, რომელიც მექსიკისგან მოითხოვს ვაჭრობის სრულ შეჯერებას აშშ-ის ინტერესებთან; მექსიკაში პოლიტიკური არჩევნების გავლენის მცდელობა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პროამერიკული მთავრობა; მექსიკის რამდენიმე შტატად აშშ-ში გაერთიანების ჰიპოთეზური სცენარი.
დონალდ ტრამპის გეგმებში თითქოსდა სრულიად ფანტასტიკური ელემენტები ამ ეტაპზე შემდეგნაირად გამოიყურება:
• „ჩრდილოეთ ამერიკის სუპერსახელმწიფოს” შექმნა, რომელიც გააერთიანებს აშშ-ს, კანადასა და მექსიკას ერთიანი მთავრობის ქვეშ, რომელიც ვაშინგტონს დაექვემდებარება;
• სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების (გრენლანდია, პანამის არხი) აშშ-ის „გლობალურ საკუთრებად” აღიარება;
• გეოპოლიტიკური კონფლიქტების გააქტიურება ჩინეთთან და რუსეთთან, არქტიკასა და ლათინურ ამერიკაში.
ეს სცენარები ჰიპოთეზურია და ტრამპის ადმინისტრაციის უჩვეულო განცხადებებზეა დაფუძნებული. მათი რეალიზაცია ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არსებული პერიოდის რიტორიკის სულისკვეთებას შეესაბამება. მანამდე კი − მის ინაუგურაციამდე სულ რაღაც საათები რჩება…”- წერს დავით ქართველიშვილი.