ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
“ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. აქედან გამომდინარე, რამდენად არის მათი ეს საქმიანობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი, ამას შესაბამისი საგამოძიებო შეფასება და ქმედებების ჩატარება სჭირდება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება. საკითხები, რომელთა გარშემოც იქნება ეს პოლიტიკური გამოძიება ჩატარებული, უამრავია. დაწყებული ადამიანის უფლებების დარღვევით, დამთავრებული 2008 წლის ომის საკითხებით. აქ საუბარია როგორც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ბიზნესის წართმევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არჩევნებში ჩარევის და არჩევნებით მანიპულაციის საკითხებზე. ამიტომ, საკითხთა წრე ძალიან ფართოა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს,“ – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.