რუსეთი და ირანი აზერბაიჯანის გავლით გაზსადენის მარშრუტზე შეთანხმდნენ

გაზსადენი რუსეთიდან ირანში აზერბაიჯანის გავლით გაივლის, მხარეები ამჟამად მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან და ფასის მიდგომებზე შეთანხმდებიან, – ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, სერგეი ცივილევმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აზერბაიჯანის გავლით“, – უპასუხა მან კითხვას, თუ რა მარშრუტს გაივლის გაზსადენი ირანამდე.

„ჩვენ ახლა ვართ მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ფასის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მოცულობები უკვე დაფიქსირებულია. მაგრამ ფასი ყოველთვის კომერციული საკითხია. ეს არის გონივრული კომპრომისის მოძიება, ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ორივე მხარე და სპეციალისტები ავითარებენ მიდგომას ფასებისადმი“, – დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები