სი ძინპინი: ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივად მომგებიანია, დაპირისპირება და კონფლიქტი არ უნდა იყოს ორი ქვეყნის არჩევანი

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივად მომგებიანია, დაპირისპირება და კონფლიქტი არ უნდა იყოს ორი ქვეყნის არჩევანი.

აღნიშნული განცხადება ჩინეთის ლიდერმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

სი ძინპინის თქმით, ორივე მხარემ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა და გააკეთოს უფრო დიდი, პრაქტიკული და კარგი საქმეები. მისივე თქმით, ეს ხელსაყრელია ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ურთიერთპატივისცემის და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

მანვე დასძინა, რომ მსგავსი მიდგომებით ორივე ქვეყანა წინ წაიწევს სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი განვითარების გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები