ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში, დაახლოებით 1 საათის წინ მერვე კლასის მოსწავლემ – 14 წლის ალინამ, ბიოლოგიის გაკვეთილზე თანაკლასელებს მამის სანადირო თოფიდან – Bekas-3 ცეცხლი გახსნა. მოზარდი სკოლაში იარაღით ხელში უპრობლემოდ შევიდა, რადგან სკოლის შესასვლელში ლითონის დეტექტორი არ არსებობს.
უკვე დადასტურებულია, რომ მომხდარის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული და ორი დაღუპული, ერთ-ერთი მათგანი თავად ალინაა. დაშავებულები მისი თანაკლასელი ბიჭები არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ტელეგრამის არხები მომხდარის დეტალებს ეტაპობრივად ასაჯაროებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი ბულინგის მსხვერპლია, 1 კლასიდან. ამავე დროს, თანაკლასელები ალინას ახასიათებენ, როგორც ჩაკეტილ ადამიანს, რომელიც არც კომუნიკაბელურობით გამოირჩეოდა. ის არც სოციალურ ქსელებს იყენებდა.