გერმანიის პრეზიდენტი ოფიციალურ დახვედრას დოჰას აეროპორტში 30 წუთის განმავლობაში ელოდებოდა

კატარში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის პრეზიდენტი – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დოჰაში ჩასვლისას მოულოდნელ შეფერხებას წააწყდა.

პოლიტიკოსი 30 წუთის განმავლობაში თვითმფრინავში იმყოფებოდა, რადგან კატარის არცერთი ოფიციალური პირი მას აეროპორტში არ დახვდა.

ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამავე დროს, საპატიო ყარაული ადგილზე იყო.

ნახევარი საათის შემდეგ, ადგილზე კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი – სულთან ბინ საად ალ-მურაიჰი მივიდა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კატარში ემირთან, შეიხ თამიმ ალ თანთან მოლაპარაკებისთვის ჩავიდა, რომელიც მნიშვნელოვანი შუამავალია “ჰამასსა” და ისრაელს შორის კონფლიქტში.

ინციდენტის მიუხედავად, ემირთან შეხვედრამ გეგმის მიხედვით ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები