ღაზასთან საზღვართან მდებარე კიბუც ბეერიში ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი და მისი მეუღლე – მიხალ ჰერცოგი შვილს შეხვდნენ, რომელიც ღაზას სექტორში ბრძოლებიდან დაბრუნდა.
პრეზიდენტის ვაჟი ჯარში 7 ოქტომბერს, დილით გამოიძახეს.
ამის შესახებ Israel National News-ი წერს.
ისრაელის საინფორმაციო პორტალ Ynet-ის კვლევის მიხედვით, ამჟამად, არმიაში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოღვაწეების შვილები მსახურობენ, რომელთა შორის არის: პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს უმცროსი ვაჟი – ავნერი; თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის სამი ვაჟი; თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, იოავ გალანტის ორი შვილი და პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ვაჟი.