გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დაკავებულების უფლებადამცველის ეკა ქობესაშვილის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები