ვახტანგ ჩოჩია: ხელისუფლებას აქვს ის დამოუკიდებლობის ხარისხი, რომ ობიექტურად წარმართოს გამოძიება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც შესაძლოა იყოს, 2008 წლის ომში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული

,,ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ ჩოჩია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია ამ კომისიის შექმნა, რამდენადაც ერთი მხრივ, ეს იყო ქართველი ხალხისთვის გაცემული პოლიტიკური პირობა, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს ის დამოუკიდებლობის ხარისხი, რომ ობიექტურად წარმართოს და ჩაატაროს გამოძიება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც შესაძლოა, იყოს 2008 წლის ომი და ამ ომში ქართველი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე იყოს თანაბარი და კანონის უზენაესობა იყოს ქვეყანაში პრიმატი”, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების” განცხადებით, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები