არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტზე: „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა და სიმართლე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ და მედიებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის თანამდებობის პირებს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა, სიმართლე და ის საფუძველი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის გამბედაობასაც და ვალდებულებასაც, რომ ნაბიჯები გადავდგათ, რომლებიც ინტერესების შესაბამისობაშია ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან და საქართველოს მომავალთან“, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ცნობისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში იმყოფებიან. დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 15 იანვარს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები