ბოჟაძე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტზე: მონიტორინგის მისია შეხვდება ყველა ჩართულ მხარეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ გაუჭირდებათ ობიექტური დასკვნის გაკეთება

“მონიტორინგის მისია შეხვდება ყველა ჩართულ მხარეს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ გაუჭირდებათ ობიექტური დასკვნის გაკეთება. შეხვედრების დროს გამოიკეთა, რომ მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

“რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ჩვენ არ განვიხილავთ ასეთ ვიზიტებს ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ლეგიტიმაცია ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა”, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები