გორდულაძე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტზე: „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსენს მათ, თუ რა არის რეალობა და სიმართლე
“ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა და სიმართლე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ და მედიებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის თანამდებობის პირებს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა, სიმართლე და ის საფუძველი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის გამბედაობასაც და ვალდებულებასაც, რომ ნაბიჯები გადავდგათ, რომლებიც ინტერესების შესაბამისობაშია ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან და საქართველოს მომავალთან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.