ჯო ბაიდენი: აშშ-ში ოლიგარქია ყალიბდება, რომელიც ჩვენს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ქვეყანა ოლიგარქიის წინააღმდეგ.
„დღეს ამერიკაში ჩნდება ოლიგარქია, რომელიც, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის ჩვენს მთელ დემოკრატიას“, – თქვა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ სურს გააფრთხილოს ამერიკის მოსახლეობა ოლიგარქიის განვითარების შესახებ და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდიდარი ადამიანების მიმართ იგივე მოლოდინების არსებობა, რაც მუშათა და საშუალო კლასის მოქალაქეების მიმართ არის.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერა ოვალური კაბინეტის გამოსამშვიდობებელი ბოლო გამოსვლით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ხელისუფლებას დონალდ ტრამპს ოფიციალურად ორშაბათს, 20 იანვარს გადასცემს.