სასამართლომ ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ პირს – ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ფრანგიშვილი, ოთარ ქათამაძე და მათე ცენტერაძე ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროტესტის დროს დააკავეს, ისინი სტიკერების შინაარსით – „გაიფიცე საქართველო“ დატოვებას ცდილობდნენ.