,,ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც აქვს ჩვენს საზოგადოებას”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებებს შეისწავლის.
მისივე თქმით, კომისია სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს.
„კომისია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს – დაწყებული ადამიანის უფლებებით, დასრულებული რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების შესწავლით. თუ გამოვლინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები, რა თქმა უნდა, გადაეცემა პროკურატურას. თუმცა, ბუნებრივია, ასევე დაგეგმილია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რათა სასამართლომ იმსჯელოს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე, რამდენად არღვევდა ეს პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს კონსტიტუციას ან საქართველოს კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც აქვს ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა ბოჟაძემ.