ნიკოლაი პატრუშევი: უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ
კრემლი არ გამორიცხავს, რომ 2025 წელს უკრაინამ საერთოდ შეწყვიტოს არსებობა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
„ნეონაცისტური იდეოლოგიის ძალადობრივი აღსრულება და მძვინვარე რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს, დნეპროპეტროვსკს. შესაძლებელია, რომ მომავალ წელს უკრაინამ საერთოდ შეწყვიტოს არსებობა“, – აღნიშნა პატრუშევმა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში უკრაინაში ფაშიზმი აყვავდა, რუსებისა და რუსულენოვანი ხალხის უფლებები დაირღვა, ნეონაციზმი გახდა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ნაწილი.
ამასთან, პუტინის თანაშემწემ მოლდოვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა, მოლდოვამაც შეწყვიტოს არსებობა.
„კიშინიოვი ანტირუსული პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ მოლდოვა სხვა ქვეყნის ნაწილი გახდება ან არსებობას შეწყვეტს“, – აღნიშნა პუტინის თანაშემწემ.