თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა.

სანიკიძის ერთ-ერთი მეგობრის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

“მუცლის არეშია დაჭრილი, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც ქირურგმა გვითხრა, დაკარგული აქვს 2 ლიტრი სისხლი. ფილტვებზე აქვს კიდევ რაღაც პრობლემა. სტაბილურად მძიმე სიტუაციაა”, – აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები