ბარსელონაში საქართველოს 30 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად, სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული, ქართული გადამზიდავი ორგანიზაცია „სამებას“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა. 

ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჯგუფის წევრები ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, 3 ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეშიც ჩატარდა.

ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები