სპეციალური საგამოძიებო სამსახური საერთაშორისო ქსელის (EPAC) წევრი გახდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის” (The European Partners against Corruption/EPAC) წევრი გახდა. ქ. დუბლინში, რიგით 22-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ქსელში გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და პოლიციის საზედამხედველო 109 უწყებას აერთიანებს. მისი საქმიანობის მთავარი მისია საპოლიციო ზედამხედველობის მექანიზმებისა და ანტიკორუფციული მუშაობის ეფექტიანი სისტემების განვითარება, წევრ ინსტიტუტებს შორის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და თანამშრომლობის გაძლიერებაა.

საერთაშორისო ქსელი(EPAC) სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, საერთო სტრატეგიების, მაღალი პროფესიული სტანდარტების შემუშავების და დანერგვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

წელს, ანსამბლეას ირლანდიის ,,გარდა სოჩანას ომბუდსმენის კომისიამ” და ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა ქ. დუბლინში, „კროკ პარკში” უმასპინძლეს, რომელშიც 30 ქვეყნიდან, 200-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. 22-ე გენერალურ ანსამბლეაზე ორგანიზაციის პრეზიდენტად ლიეტუვას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლინას პერნავას იქნა არჩეული, რომელიც ორგანიზაციას მომდევნო 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი” (EPAC) 2001 წელს ბელგიის ინიციატივით დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები