ხულოს მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ხულოში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“ღონისძიების ფარგლებში უკვე დასრულდა სოფელ ვაშლოვანში საყრდენი კედლის და გზის სავალი ნაწილის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზა აკავშირებს სოფლის საერთო სასაფლაოს და ასევე გზით ისარგებლებს აქ მცხოვრები ორი ოჯახი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს ჯამში ორმოცდაათამდე ლოკაციაზე განხორციელდება ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა, რომლისთვისაც მილიონ ლარამდეა გათვალიწინებული.

დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზაზა აბულაძესთან და საკრებულოს წევრ იური აბულაძესთან ერთად დაათვალიერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები