ტრამპი: ვულოცავ კარდინალ პრევოსტს, დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, დიდი პატივია, რომ ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპია.

„ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან დასახელდა რომის პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა ამაღელვებელი და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი რომის პაპად აირჩიეს. პაპის რანგში მისი სახელი ლეო XIV იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები