ირაკლი კირცხალია: ცდილობდნენ ისეთი ქართველის შექმნას, რომლისთვისაც არც სამშობლო, არც ღირებულებები, არანაირი ფასეულობა არ იქნებოდა მნიშვნელოვანი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებს ეხებოდა.

„ისეთი წამოცდენა ჰქონიათ და არა მხოლოდ წამოცდენა, რომ ისინი ცდილობდნენ ახალი ქართველის შექმნას – ისეთი ქართველის შექმნას, რომლისთვისაც არც სამშობლო, არც ღირებულებები, არანაირი ფასეულობა არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, რაც მათ იდენტობას, ეროვნულობასა და მათ ისტორიას გაუსვამდა ხაზს“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე ისაუბრა, რომლებიც მხოლოდ გარე ძალების დავალებებს ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები