ევროკავშირი (EU) და მისი 27 წევრი სახელმწიფო ცალსახად გმობენ 22 აპრილს პაჰალგამში, ჯამუსა და ქაშმირში მომხდარ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას,- ოფიციალური განცხადება ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა გავრცელებული.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი ყურადღებით და დიდი შეშფოთებით აკვირდება რეგიონში მზარდ დაძაბულობას და მის შედეგებს.
“ტერორიზმი ვერასდროს გამართლდება. თავდასხმაში პასუხისმგებელი პირები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. ყველა სახელმწიფოს აქვს მოვალეობა და უფლება, კანონიერად დაიცვას თავისი მოქალაქეები ტერორისტული აქტებისგან.
ევროკავშირი ყურადღებით და დიდი შეშფოთებით აკვირდება რეგიონში მზარდ დაძაბულობას და მის შედეგებს, მათ შორის მეტი სიცოცხლის შესაძლო დაკარგვას. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, შეამცირონ დაძაბულობა და თავი შეიკავონ შემდგომი თავდასხმებისგან, რათა დაიცვან ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.
ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა შეასრულონ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად.
ევროკავშირი ყველა მხარესთან იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.