მწერალთა სახლში საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცემული წიგნების წარდგენა გაიმართა

მწერალთა სახლში, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამოცემული წიგნების წარდგენა გაიმართა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წარდგენილი იყვნენ შემდეგი ავტორები და მათი ნაწარმოებები:
სალომე ტაბატაძე – „დეტექტივი“;
ჯეკო სვიმონიშვილი – „წითელი სიკვდილი“;
სერგო ქიტიაშვილი – „პარანოია“.
აღნიშნული წიგნები პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა გამომცემლობამ „წიგნი+ერი“ გამოსცა.
წიგნების წარდგენის მოდერატორები იყვნენ გამომცემლობა „წიგნი+ერი“-ს დირექტორი მზია რაზმაძე და მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე.
ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ავტორებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს, ისაუბრეს წერის პროცესზე და თავიანთ სამომავლო გეგმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები