სახალხო დამცველმა ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომბუდსმენი უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.
„სახალხო დამცველმა პატიმრებთან აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე ისაუბრა, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზია წარმოდგენილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.