“რადიკალური ოპოზიციაც აღარ არსებობს, არსებობს პოლიტიკური რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ანასხლეტების სახით” – მაჭარაშვილი

“რადიკალური ოპოზიციაც აღარ არსებობს, არსებობს პოლიტიკური რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ანასხლეტების სახით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, დამარცხდება, თუ არ მიიღებს, გაუქმდება.

„იმედი მაქვს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო „ნაცმოძრაობას“ იურიდიულად გააუქმებს, რადგან ამის საფუძველი ნამდვილად ექნება. მათი აკრძალვა ქართულ პოლიტიკას საშუალებას მისცემს, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. დარწმუნებული ვარ, ბევრი პარტია იქნება, ვინც ამ სიცარიელეს შეავსებს. თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ, მაინც გაუქმდებიან. ოპოზიციამ თავისი თავი დილემის წინაშე დააყენა – არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს – ვაია, არ მიიღებს – ვუია. იმის საშუალებაც. არ აქვთ, რომ ვაი ან ვუი აირჩიონ. ეს მათ პატრონებზეა დამოკიდებული, მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები